სსიპ. ქ. აბაშის
№2 საჯარო სკოლაში ესთეტიკის კათედრაზე იხსნება მუსიკის წრე „პატარა მუსიკოსები“,
მე-3 კლასის მოსწავლეებისათვის. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ: ოთხშაბათი
- პარასკევი 1430 სთ, I სემესტრის განმავლობაში.
ხელძღვანელი: ლ. მიგინეიშვილი
მსურველებს შეუძლიათ
განცხადებით მიმართონ სკოლის დირექციას
დასაწყისი: 16.10.2019
საწრეო მუშაობის გეგმა
წრის დასახელება: „პატარა მუსიკოსები“
სკოლა: ქ. აბაშის №2 საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: III კლასის მოსწავლეები
მასწავლებელი: ლალი მიგინეიშვილი
სასწავლო წელი: 2019-2020 სასწ. წელი ( I სემესტრი, კვირაში 2 სთ.
ოთხშაბათი, პარასკევი)
საწრეო მუშაობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა
და განვითარება. მოსწავლეს უნვითარდება პრაქტიკული უნარები, რაც ხელს უწყობს საკუთარი
თავის აღმოჩენაში, გამოხატვასა და განვითარებაში. მღერის, უკრავს, ცდილობს შექმნას
მუსიკა - მარტივი - მელოდიურ-რიტმული კომპოზიციები. მოსწავლე იყენებს და ეუფლება ხელოვნების
სხვა დარგების გამომსახველობით სხვა საშუალებებსაც - ცეკვავს, გაითამაშებს თეატრალურ
ეტიუდებსა და სცენებს, ხატავს, თხზავს ტექსტს. ასევე სწავლობს მუსიკალურ დამწერლობას.
შემოქმედებითი აქტივობების დროს - სიმღერა, დაკვრა, ცეკვა, პრეზენტაცია, სცენის გათამაშება.
ამის შედეგად ბავშვებს უნვითარდებათ წარდგენის, აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა
და ეჩვევა საკუთარი ემოციების, ქცევის მართვას.
მეთოდები რომლის გამოყენებასაც ვგეგმავ საწრეო მუშაობის
პროცესში: ორიენტირებული კითხვა;
გონებრივი იერიში;
როლური თამაში;
დისკუსია;
პერსონაჟის რუკა;
№
|
საწრეო
მუშაობის პროგრამა
|
ხანგძლივობა
|
შეხვედრის
თარიღი
|
რესურსი
|
1.
|
საწრეო მუშაობის მიზნის გაცნობა
|
1 საათი
|
16.10.2019
|
ფურცელი, კალამი, სია, ჟურნალი
|
2.
|
„პატარა მუსიკოსები“
|
1 საათი
|
18.10.2019
|
წიგნი
|
3.
|
სად ცხოვრობენ „მხიარული ნოტები“.
რ. როჯერსის „დო, რე, მი“.
კ/ფ „მუსიკის ჰანგები“
|
1 საათი
|
23.10.2019
|
წიგნი, რვეულიკალამი, ფერადი ფურცლები და ფანქრები
|
4.
|
მოსწავლეთა მიერ დადგმული თოჯინების თეატრი
|
1 საათი
|
25.10.2019
|
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები,
დაფა და ცარცი
|
5.
|
ხალხური სიმღერების გაცნობა და შესწავლა.
„მზე შინა“, „იმერული მგზავრული“, „შინა ვორგილ“,
„კირიალესა“
|
2 საათი
|
30.10.2019
01.11.2019
|
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი,
მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
|
6.
|
ნახატებით ნაამბობი.
დახატე და გააფერადე ნოტები
|
1 საათი
|
06.11.2019
|
წიგნი
|
7.
|
„პატარა ლუი“ (კითხვა). წაკითხულის გააზრება ილუსტრაციების
შექმნა.
|
2 საათი
|
08.11.2019
13.11.2019
|
წიგნი, რვეულიკალამი, ფერადი ფურცლები და ფანქრები
|
8.
|
ვიდეოს მოსმენა. გუსტავ ჰოლსტის სიმფონიური სიუიტის
„პლანეტების მუსიკა“
|
2 საათი
|
15.11.2019
20.11.2019
|
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები,
დაფა და ცარცი
|
9.
|
წავიკითხოთ ნაწარმოები. ვნახოთ მულტფილმი „სიზმარა“.
აღნიშნულ ზღაპარზე მოვაწყოთ ინსცენირება
|
2 საათი
|
22.11.2019
27.11.2019
|
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი,
მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
|
10.
|
ერთად ვიმღეროთ გუნდში. გუნდი და მისი წყობა. კითხვა-პასუხი.
მოსმენა ბეთჰოვენის საგუნდო ნაწარმოების
|
1 საათი
|
29.11.2019
|
წიგნი, რვეული, კალამი, ფერადი ფურცლები,ფანქრები,
კომპიუტერი
|
11.
|
საბავშვო კომპოზიტორის მერი დავითაშვილის გაცნობა
და მისი სიმღერების მოსმენა.
კადრები მულტფილმიდან „წუნა და წრუწუნა“, „ჩხიკვტა
ქორწილი“
|
2 საათი
|
04.12.2019
06.12.2019
|
მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი,
მოსასმენი აპარატურა, პროექტორი , ეკრანი
|
12.
|
შეჯამება
|
1 საათი
|
11.12.2019
|
რვეული, კალამი
|
დღეს ჩემმა მოსწავლეებმა „მხიარული ნოტები“ რ. როჯერსის „დო, რე, მი“. კ/ფ „მუსიკის ჰანგები“ მოისმინეს
დღეს ჩემმა მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟები დახატეს
ჩვენ ვკითხულობთ ზღაპრებს და ვხატავთ პერსონაჟებს
პატარები საკუთარ სათქმელს ნახატებით გადმოსცემენ
რეფლექსია
2019 წელის I სემესტრში გადავწვიტე მოსწავლეებთან დამეწყო დამატებითი
საწრეო მუშაობა. დავაარსე წრე „პატარა მუსიკოსები“ III კლასის მოსწავლეებთან
კვირაში ორჯერ სახალისო აქტივობებით დამემეგობრებინა წიგნთან კერძოდ: როლური თამაშებით,
ისცენირებებით, ნახატებით გადმოგვეცა წიგნში წაკითხული და საკუთარი ინტერპრეტაციით
გაგვეცოცხლებინა სიუჟეტები. შევქმენი ბლოგი, სადაც დავდე ინფორმაცია წრის შესახებ და
განვათავსე სამუშაო გეგმა. წრეში გაწევრიანდა 25 მოსწავლე. ისინი პირველივე დღეებიდან
აქტიურად ჩაერთვნენ საწრეო მუშაობაში.
მუსიკის წრის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ
და გაეაზრებინათ მუსიკის ისტორიის მნიშვნელობა, თუ რა ძალა შესწევს მუსიკას. გაეგოთ ინფორმაცია მუსიკის სამყაროს შესახებ, ღრმად
გაცნობოდნენ კომპოზიტორთა შემოქმედებას, მოესმინათ და გაეანალიზებინათ მუსიკალური ნაწარმოებები,
მეტი ინტერესი და სიყვარული გასჩენოდათ მუსიკის შესახებ.
მოსწავლეები ნახატებით გადმოსცემდნენ ზღაპრის გმირებს,
ვაწყობდით მინი სპექტაკლებს, ვისმენდით კომპოზიტორების სიმღერებს, ვუყურებდით მულტფილმებს
აღნიშნული ზღაპრების. ვფიქრობ საწრეო მუშაობა მოსწავლეებს დიდი სარგებელი და სიკეთე
მოუტანა: განუვითარა მუსიკისადმი პატივისცემა, შეაყვარა მათ სხვადასხვა ჟანრები, დაეხმარა
მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებაში,
წაკითხული ტექსტის გააზრებასა და გადმოცემაში. ამავე დროს ისინი თავისუფლად და დამაჯერებლად
გადმოსცემდნენ საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და ნაწარმოების მიმართ.
მომავალში მსგავსი საქმიანობის წარმართვის დროს
გავითვალისწინებ იმ საკითხებს, რომლებიც არის გასაუმჯობესებელი.
მჯერა, რომ მუსიკის წრემ პატარა მუსიკოსები განუვითარა
მოსწავლეებს მუსიკალური ნაწარმოებების შეფასების უნარი დასასრულს შემიძლია ვთქვა წრემ
პატარა მუსიკოსებმა ნაყოფიერად იმუშავა.
იხილეთ ბმული : https://ilmigineichvil.blogspot.com/