სოციალური პროექტები

Wednesday, November 20, 2019

სოციალური პროექტი - „სიკეთე გადამდებია“ - VII კლასი


სოციალური პროექტი
სსიპ ქალაქ აბაშის N2  საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებლის ლალი მიგინეიშვილის სოციალური პროექტის გეგმა

სახელი, გვარი
ლალი მიგინეიშვილი

ქალაქი
            აბაშა

სკოლა
           სსიპ აბაშის N2 საჯარო სკოლა

კლასი
            მე-7

პროექტის ხანგრძლივობა
            10 დღე
           01.XI - 10.XI.2019

პროექტის თემა
             ,,სიკეთე გადამდებია’’

პრობლემა
საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ განახორციელონ სრული ქმედითუნარიანობა. ამის მიზეზი სხვადასხვაა: ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ფინანსური მდგომარეობა, ჯანმრთელობა. ჩვენს თემში რამდენიმე ასეთი ადამიანი არსებობს. შესაძლოა განვახორციელოთ ისეთი საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც ზემოთ მითითებული კატეგორიის ადამიანებს დაეხმარება, გაუხალისებს და გაუმრავალფეროვნებს ცხოვრებას. სკოლა არის სწორედ ის ადამიანური რესურსი, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია მათ დავუბრუნოთ და მივცეთ სიხარული, გავუნაწილოთ სიყვარული, ჩავუნერგოთ ხალისი და ავავსოთ დადებითი ემოციებით. არის შემთხვევები, როდესაც ვერ ვაცნობიერებთ, რომ ელემენტარულ ყურადღებასაც შეუძლია ადამიანი აავსოს პოზიტივით.

მიზანი
პროექტის მიზანია მონაწილე პირებმა კარგად დაინახონ, გაიგონ, გააცნობიერონ მათი აქტივობის შედეგი. ეს შესაძლოა იყოს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების ბედნიერება და სიხარული.
პროექტის ფარგლებში მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ემპათიის უნარ-ჩვევები, ჩამოყალიბდებიან ღირსეულ პიროვნებებად. ეს არის საფუძველი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისა.

პროექტის განხორციელება

ამოცანა 1
მონაწილე ბავშვებს ევალებათ თემში მოიძიონ და გამოავლინონ ისეთი ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, გვერდით დგომა, დაფასება, ყურადღება. მოუსმენენ მათ პრობლემებს.           

ამოცანა 2
განსაზღვრონ, იმსჯელონ თითოეულ მათგანთან თუ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება და დასახონ მიზნები.

ამოცანა 3
მოიძიონ საჭირო რესურსები: თემში შეაგროვონ ტანსაცმელები, ტკბილეული, მოაწყონ სტუმრად მისულ ადამიანებთან პატარა  ღონისძიება.

მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეებს განუვითარდებათ ემპათიის გრძნობა, საზოგადოების წევრების უკეთ დანახვისა და მათი პრობლემის გააზრების, გადაჭრის უნარ-ჩვევები. ასევე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ქვია სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანები, შეექმნებათ საზოგადოების სრულყოფილ წევრებად ყოფნის აღქმა.

საჭირო რესურსები
ფერადი სტიკერები, ბუშტები.

მონიტორინგი
რადგანაც პროექტი 10 დღეში უნდა დასრულდეს, ყოველ მეორე დღეს გავუწევ მონიტორინგს. ართმევენ თუ არა აღნიშნულ სამუშაოს თავს პროექტის მონაწილეები. თუკი სადმე პრობლემა შეხვდებათ, მივცემ ინსტრუქციას, რათა დავალება სწორი გზით იქნას წარმართული. მოხდება ღონისძიების ჩატარება და საჩუქრების გადაცემა.

რისკები
 საჭირო რაოდენობის მეორადი ტანსაცმლის ნაკლებობა, ტექნიკური პრობლემები.


შეფასება და თვითშეფასება
რა მოგცათ პროექტზე მუშაობამ?

მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
ა) ბევრად უკეთესი;
ბ) როგორიც აქამდე იყო;
გ) უარესი.

პროექტის დროს საქმიანობით კმაყოფილი ხარ?
ა) კმაყოფილი ვარ;
ბ) მეტს ველოდი;
გ) უკმაყოფილო ვარ.

შევძელით თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?

რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?

ბიუჯეტი
ფინანსური დახმარების გარეშე რა თქმა უნდა რთული იქნება პროექტზე მუშაობა, ვინაიდან აღნიშნულ პროექტს განსაკუთრებული დიდი თანხა არ ჭირდება, დახმარებას ვთხოვთ სკოლის დირექციას, რათა შევძლოთ საკანცელარიო ნივთების შეძენა.

კრიტერიუმების შეფასება
მოსწავლეების ჩართულობა, რესურსიდან შექმნილი პროდუქტი, გამოხმაურება თემიდან.





პროექტის შეფასების რუბრიკა
რას დავაკვირდი
შეფასება
კარგი
საშუალო
სუსტი
გავიგე საჭირო ინფორმაცია პროექტზე მუშაობისას




კარგად ვიმუშავე ჯგუფის წევრებთან ერთად




აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტის განხორციელებაში




რამდენად კმაყოფილი ხარ შენი მუშაობით?




კმაყოფილი ხარ თუ არა საზოგადოების ამ ნაწილთან შეხვედრით?






რეფლექსია

სოციალური პროექტი – „,,სიკეთე გადამდებია’’.

მე–7 კლასი დავასრულე სოციალური პროექტი, სახელწოდებით ,,სიკეთე გადამდებია’’.
პროექტი ეხებოდა შემდეგ პრობლემას:საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ განახორციელონ სრული ქმედითუნარიანობა  (ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, ფინანსური მდგომარეობა, ჯანმრთელობა. ) მათ ესაჭირეობათ გვერდში თანადგომა. რადგან საზოგადოებისაგან არ იგრძნონ თავი გარიყულად.
პროექტის მიზანიდან გამომდინარე  მონაწილე პირებმა   კარგად დაინახეს  და  გააცნობიერეს   მათი აქტივობის შედეგი. მათ შეძლეს   სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისათვის  ბედნიერება და სიხარული მიენიჭებინათ.პროექტის ფარგლებში მუშაობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ემპათიის უნარ-ჩვევები, რამაც ხელი შეუწყო მათ  ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას, რაც  არის საფუძველი სამოქალაქო საზოგადოების შექმნისა. პროექტის ფარგლებში აქტიურად ჩაებნენ მოსწავლეთა მშობლებიც, შეაგროევს ტანსაცმელი, საკვები, ტკბილეული. მოსწავლეთა ამგვარ დამოკიდებულებამ გაახალისა ისინი  და ერთი ბედიერი დღე შემატა მათ ცხოვრებას.პატარა ღონისძიებაც გამართეს სტუმრად მისულ ადამინებთან. მიუძღვნს ლექსები და სიმღერები. ემოციებით დატვირტული დღე გამოვიდა.
ვფიქრობ პროექტმა დასახულ მიზანს მიაღწია, ამიტომაც ხშირად იქნება განხორცილბული მსგავსი  პროექტები , რადგან ბავშვების მოტივაცია და ჩართულობა  არის მაღალი პროქეტის  განხორციელბის დროს .
პროექტის განხორცილების დროს არ იყო მშობელთა ჩართულობა  გათვალისწინებული, შემდგომში ახალი პროექტის დაგეგმვისას უფრო, მეტად იქნება გათვალისწიბენული  მათი ჩართულობა.



























No comments:

Post a Comment