სოციალური პროექტები

Tuesday, November 26, 2019

სოციალური პროექტი - „მუსიკის როლი ანიმაციაში“ - IV კლასი


სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის ავტორი
პედაგოგის სახელი,გვარი:  ლალი მიგინეიშვილი
ქალაქი: აბაშა
სკოლა: ქალაქ აბაშის #2 საჯარო სკოლა
კლასი:  IV
პროექტის მონახაზი:
პროექტის დასახელება: მუსიკის როლი ანიმაციაში
პროექტის შინარსი:  ანიმაციაში მუსიკა ავსებს ფილმის ვიზუალურ მხარეს და ქმნის სრულყოფილებას. მულტფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე ძალიან ბევრს მუშაობს შემოქმედებითი ჯგუფი: სცენარისტები, მხატვრები, მულტიპლიკატორები, კომპოზიტორები. ანიმაციაში თითქმის ყველა მოძრაობას თავისი „სიმფონია“ აქვს. ანიმაციაში მუსიკის გარეშე მულტფილმს ხასიათი და შთაბეჭდილება ეკარგება. მაგალითად, ანიმაციურ სერიალში „ტომი და ჯერი“, თითოელი მოძრაობა მისი თანმხლები მუსიკის იდენტურია. მუსიკალური ფრაზები პარალელურად და სინქრონულად მიჰყვება გმირის ყოველ მოძრაობას. ეს ყველაფერი იმდენად პროფესიონალურად კეთდება, რომ თუ თვალებს დავხუჭავთ და ისე მოვუსმენთ მულტფილმების მუსიკას მივხვდებით მის შინაარსსა და განწყობას. 
   შემდეგ მოვაწყობთ დისკუსიას, მოვასმენინებ ნაცნობი და საყვარელი მულტფილმების მუსიკალურ  გახმოვანებას. ვიდეოს საშუალებით ნახავენ ფრაგმენტებს მულტფილმებიდან. მოსწავლეები მულტფილმებიდან ამოიცნობენ ნაცნობ გმირებს და კადრების მიხედვით აღწერენ პატარა ისტორიას. მოაწყობენ პრეზენტაციას.
  მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში. ქუთაისში თოჯინური წარმოდგენების ჩვენებას თეატრის შექმნამდე მეტად დაინტერესო ისტორია აქვს, ეზოებსა და ქუჩებში თოჯუნური სანახაოებეი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში იმართებოდა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის „თეთრი ფინია“ 1946 წელს გაიმართა და დღემდე თეატრი აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას აგრძელებს.








საგანი/საგნები
მუსიკა
საფეხური/კლასი:    IV
დაწყებითი საფეხური
პროექტის განხორციელების დრო:
4 კვირა -  20.10.2019 წ. - 20.11.2019 წ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები:
1) მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
მოსწავლემ უნდა შეძლოს :
მუს.დაწყ (I) 1 გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერისა და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების, (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.
მუს.დაწყ (I) 2   ხმის, ხმაურის, მღერისა და მუსიკალური ელემენტების, (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ) მეშვეობით გარესამყაროს ასახვა.
მუს.დაწყ (I) 3 ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.

2)    მიმართულება: მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია
მოსწავლემ უნდა შესძლოს:
მუს.დაწყ (I) 4 მოსმების დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცაკლეული ელემენტების (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ) როლის განსაზღვრა.
მუს.დაწყ (I) 5 ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ) ხმაურსა და ვიზუალურ  რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა.
მუს.დაწყ (I) 6 ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.

პროექტის სასწავლო მიზნების/სწავლის შედეგები
·         ანიმაციურ და საყმაწვილო ფილმებში მხატვრული სახის ამოცნობა
·         გამომსახველობითი ხერხების როლის ჩვენება ფილმის მუსიკალური თანხლების შექმნაში
·         როგორ იქმნება მუსიკის დახმარებით მხატვრული სახე ანიმაციაში
·         მუსიკალური თანხლების სიმბოლოებით აღნიშვნა
·         სიმღერების შესწავლა და რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების შესრულება
·         რა გამომსახველობითი ხერხები გამოვიყენოთ ანიმაციური ფილმის მოკლე ეპიზოდისთვის მუსიკალური თანხლების შესაქმნელად

საინფორმაციო წიგნიერება: ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის და წარდგენა-გაზიარების უნარი.

ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
·         განუვითარდებათ კვლევა ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი
·         მუსიკის მოსმენის ჩვევა
·         საკუთარი აზრის დასაბუთება
·         დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა
·         გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი
·         გააკეთებენ პრეზენტაციას
·         დისკუსია (დებატი)

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         რა იცით ანიმაციის შესახებ?
თემატური კითხვა
·         მულტფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე ვინ მუშაობს?
·         მოუსმინე მუსიკას და გამოიცანი ანიმაციები
·         როგორი ხასიათისაა სიმღერა? მხიარული თუ სევდიანი?
·         რომელ მუსიკალურ გახმოვანებაში ჟღერს უფრო გაშლილი მუსიკალური ფრაზები და რომელში დანაწევრებული?

შედეგი მოსწავლეებს:
·         საკლასო აქტივობებში ჩართულობა;
·         ინფორმაციის მიწოდება გარესამყაროს შესახებ და პრეზენტაციის მომზადება
·         შემოქმედებითობა,
·         იმპროვიზაციულობა,
·         მუსიკის მოსმენის ჩვევა, რიტმის გრძნობა,
·         სოციალური უნარები,
·         დისკუსია (დებატი).

შეფასება: პროექტის მსვლელობისას ვაფასებ მოსწავლეთა ჩართულობას, ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, ჯგუფში მუშაობისა და მსჯელობის უნარებს.

სასწავლო პროცედურები:
I კვირა - როგორ გესმით მუსიკის როლი ანიმაციურ და საყმაწვილო კინოში? სლაიდის საშუალებით გავეცნობით ნაცნობი და საყვარელი მულტფილმების მუსიკალურ გახმოვანებას;
II კვირა - ვისაუბრებთ თუ რა არის ანიმაცია, პირველი ანიმაცია ვინ შექმნა და როგორ განავითარა შემდგომ, მოვაწყობ დისკუსიას;
III კვირა - ვესტუმრებით ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრს, გავეცნობით მის ისტორიას;
IV კვირა - შევაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას - მოსწავლეების გააკეთებენ დასკვნებს, დაამზადებენ პლაკატებს და  მოაწყობენ პრეზენტაციას

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები:
აპარატურული უზუნველყოფა:  ვიდეო და აუდიო მასალა, კომპიუტერი და მოსასმენი აპარატურა, პროექტორი, ეკრანი.
ინტერნეტრესურსები: Goole
სხვა რესურსები: ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი



რეფლექსია

  ყველა ბავშვს უყვარს ანიმაცია.  ანიმაციაში მუსიკა ავსებს ფილმის ვიზუალურ მხარეს და ქმნის სრულყოფილებას. ანიმაციაში თითქმის ყველა მოძრაობას თავისი „სიმფონია“ აქვს. მუსიკის გარეშე მულტფილმს ხასიათი და შთაბეჭდილება ეკარგება. გადავწყვიტე მეოთხე კლასში დამეგეგმა და განმეხორციელებინა პროექტი „მუსიკის როლი ანიმაციაში“. შევადგინე პროექტის გეგმა და ამის მიხედვით განვახორციელე დაგეგმილი აქტივობები.
    ვიდეოს საშუალებით მოსწავლეებმა  ნახეს  ფრაგმენტები მულტფილმებიდან,  საიდანაც მათ  ამოიცნეს  ნაცნობი, საყვარელი გმირები და კადრების მიხედვით აღწერეს პატარა ისტორია.  გაიგეს , თუ რა არის ანიმაცია, ვინ შექმნა და როგორ განვითარდა. მოვაწყვეთ პრეზენტაცია.
   პროექტის მსვლელობისას ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის მიხედვით, თუმცა რამოდენიმე მოსწავლე ნაკლებად აქტიურობდა.
   სამომავლოდ, მსგავსი პროექტების დაგეგმვისას, ჯგუფების მართვას მივანდობ ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს (ჩემი დახმარებით), რათა პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია ავუმაღლო.
















No comments:

Post a Comment