სოციალური პროექტები

Monday, November 25, 2019

სოციალური პროექტი - საბავშვო ოპერა „წითელქუდა“ - II კლასი


სოციალური პროექტი


სოციალური პროექტის ავტორი
პედაგოგის სახელი, გვარი:  ლალი მიგინეიშვილი
ქალაქი: აბაშა
სკოლა: ქალაქ აბაშის #2 საჯარო სკოლა
კლასი:  II
პროექტის მონახაზი:
პროექტის დასახელება: საბავშვო ოპერა „წითელქუდა“
პროექტის შინარსი:  ოპერა - თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ - დრამატული ფორმაა, რომელშიც მოქმედება ძირითად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა იტალიური სიტყვაა და ნაწარმებს ნიშნავს. იგი XVI-XVII საუკუნეებში წარმოიშვა და მისი სამშობლო იტალიაა, ქალაქი ფლორენცია. პროექტის დახმარებით მოსწავლეებს დავაინტერესებ თუ რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია ოპერის ისტორია. ოპერა მუსიკალური თეატრია, სადაც ზღაპარი, ამბავი სიმღრით გადმოიცემა. ოპერისათვის ამბავი სპეციალურად იწერება - ილექსება და შემდეგ კომპოზიტორი წერს მუსიკას, რომელსაც ოპერის მომღერლები ასრულებენ. ოპერის ყველა გმირი თავის სიმღერას - არიას მღერის, გარდა ამისა აუცილებელია გუნდი, ანსამბლები, ცეკვები. 1594 წელს ჯაკომო პერიმ და ოტავიო რინუჩიმ დაწერეს პირველი საოპერო ნაწარმოები „დაფნა“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1600 წელს პერი რინუჩინისავე ტექსტზე წერს ახალ ოპერას „ევრიდიკე“. მას საფუძალად დაედო ანტიკური მითი ორფეოსზე, რომელმაც დაკარგა თავისი მეუღლე ევრიდიკე და სიყვარულისა და თავისი ხელოვნების წყალობით კვლავ დაიბრუნა. ორფეოსი ჩავიდა ქვეკნელში, ქნარზე დაკვრითა და სიმღერით მოაჯადოვა ბოროტი სულები ფურიები და გაათავისუფლა ევრიდიკე.
   საოპერო ხელოვნების მსოფლიო მნიშვნელობის ნიმუშები შექმნეს ვ. ა მოცარტმა, ჯ. როსინიმ, ჯ ვერდიმ, პ. ჩაიკოვსკიმ, ჯ, პუჩინიმ, საქართველოში  - ზ. ფალიაშვილმა, ვ. დოლიძემ, ო თაქთაქიშვილმა, რ. ლაღიძემ ... სლაიდის საშუალებით გაეცნობიან დასახელებულ კომპოზიტორებს. ტრადიციულად ოპერა ყველა ქვეყანაში იტალიურ ენაზე იწერებოდა, მოცარტმა ეს ტრადიცია დაარღვია და ოპერა „ჯადოსნური ფლეიტა“ გერმანულად ააჟღრა.
   ქართველმა კომპოზიტორმა ვანო გოკიელმა შარლ პეროს ზღაპრის მიხედვით საბავშვო ოპერა „წითელქუდა“ დაწერა.
  შემდეგ მოვაწყობ დიკუსიას, ვიდეოს საშუალებით მოვასმენინებ ფრაგმენტებს ოპერიდან, მოსწავლეების ამოიცნობენ ნაცნობ გმირებს და აღწერენ პატარა ისტორიას, მოაწყობენ პრეზენტაციას.
   მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, დაესწრებიან სპექტაკლს, ამაში დამეხმარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.





საგანი/საგნები
მუსიკა
საფეხური/კლასი:    II
დაწყებითი საფეხური
პროექტის განხორციელების დრო:
4 კვირა - 18.X.-15.XI.2019 წ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები:
1)    მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
მოსწავლემ უნდა შეძლოს :
მუს.დაწყ (I) 1 გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ. რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად.
მუს.დაწყ (I) 2 ხმის, ხმაურის, მღერისა და მუსიკალური ელემენტების, (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ) მეშვეობით გარესამყაროს ასახვა.
მუს.დაწყ (I) 3 ხმოვანი გზავნილის სხვადასხვა სიმბოლოთი ჩაწერა.

2)    მიმართულება: მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია
მოსწავლემ უნდა შესძლოს:
მუს.დაწყ (I) 4 მოსმების დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცაკლეული ელემენტების (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ) როლის განსაზღვრა.
მუს.დაწყ (I) 5 ცალკეულ მუსიკალურ ელემენტებს (რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ) ხმაურსა და ვიზუალურ  რიგს შორის ასოციაციური კავშირების გაბმა.
მუს.დაწყ (I) 6 ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.

პროექტის სასწავლო მიზნების/სწავლის შედეგები
·         მოსწავლეებში მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება
·         კვლევა-ძიების უნარის განვითარება
·         შემოქმედებითი იდეის გამოცდა
·         კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება
·         ინფორმაციის მოპოვებისა და შემოქმედებითად გამოყენების უნარის განვითარება
·         ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის უნარი,
·         პრეზენტაციის მოწყობის საკუთარი ნიჭის გამოვლენასა და გუნდური მუშაობის უნარის განვითარება
საინფორმაციო წიგნიერება: ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოწყვანის და წარგენა-გაზიარების უნარი.

ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
·         განუვითარდებათ კვლევა ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი
·         მუსიკის მოსმენის ჩვევა
·         საკუთარი აზრის დასაბუთება
·         დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა
·         გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი
·         გააკეთებენ პრეზენტაციას
·         დისკუსია (დებატი)

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         როგორ გესმით, რა არის ოპერა?
თემატური კითხვა
·         სად წარმოიშვა ოპერა?
·         ვინ წერს ოპერის მუსიკას?
·         ვინ ასრულებს ოპერას?
·         ოპერაში კიდევ ვინა არის ჩართული?
·         რიმელ ენაზე იწერებოდა ოპერა?
შედეგი მოსწავლეებს:
·         საკლასო აქტივობებში ჩართულობა;
·          პრეზენტაციის მომზადება
·         შემოქმედებითობა,
·         იმპროვიზაციულობა,
·         მუსიკის მოსმენის ჩვევა, რიტმის გრძნობა,
·         სოციალური უნარები,
·         დისკუსია (დებატი).

შეფასება: პროექტის მსვლელობისას ვაფასებ მოსწავლეთა ჩართულობას, ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, ჯგუფში მუშაობისა და მსჯელობის უნარებს.

სასწავლო პროცედურები:
I კვირა - როგორ გესმით ოპერა  - სლაიდის საშუალებით გავეცნობით ქართველ და მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო მომღერლებს, მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს;
II კვირა - ვისაუბრებთ ოპერის წარმოშობაზე, მოვაწყობთ დიაკუსიას ქართველი საოპერო მომღერლების შესახებ;
III კვირა - ვესტუმრებით ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, გავეცნობით მსოფლიო დონის საოპერო მომღერლების ცხოვრებასა და შემოქმედებას;
IV კვირა - შევაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას - მოსწავლეების გააკეთებენ დასკვნებს, დამზადებენ პლაკატებს და  მოაწყობენ პრეზენტაციას

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები:
აპარატურული უზუნველყოფა:  ვიდეო და აუდიო მასალა, კომპიუტერი და მოსასმენი აპარატურა, პროექტორი, ეკრანი.
ინტერნეტრესურსები: Goole
სხვა რესურსები: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი



რეფლექსია
    ოპერა - თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმაა, რომელშიც მოქმედება ძირითად მუსიკით სრულდება. გადავწყვიტე დამეგეგემა და განმეხორციელებინა პროექტი საბავშვო ოპერა „წითელქუდა“. შევადგინე პროექტის გეგმა და გეგმის მიხედვით განვახორციელე დაგეგმილი აქტივობები. სლაიდის საშუალებით მოსწავლეებს გავაცანი ქართული და მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო მომღერლები. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და მივეცი დავალება თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაენაწილებინათ მოვალეობები. ჯგუფური მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მუშაობაში,  განუვითარდებათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარები. ვისაუბრეთ ოპერის ისტორიაზე და მსოფლიო მნიშვნელობის საოპერო მომღერლებზე. მოვაწყვე პრეზენტაცია.
    პროექტის მსვლელობისას ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის მიხედვით, თუმცა რამოდენიმე მოსწავლე ნაკლებად აქტიურობდა.
      სამომავლოდ, მსგავსი პროექტების დაგეგმვისას, ჯგუფების მართვას მივანდობ ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს (ჩემი დახმარებით), რათა პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია ავუმაღლო.













პირველი გასეირნება თატრში





No comments:

Post a Comment