სოციალური პროექტები

Monday, November 25, 2019

სოციალური პროექტი - „მუსიკა საბალეტო თატრში“ - VI კლასი


სოციალური პროექტი

სოციალური პროექტის ავტორი
პედაგოგის სახელი,გვარი:  ლალი მიგინეიშვილი
ქალაქი: აბაშა
სკოლა: ქალაქ აბაშის #2 საჯარო სკოლა
კლასი: VI
პროექტის მონახაზი:
პროექტის დასახელება: მუსიკა საბალეტო თეატრში
პროექტის შინარსი: ოპერასთან ერთად, ბალეტი მუსიკალურ-თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე რთული და მრავალფეროვანი ჟანრია. მისი საფუძველია ცეკვა. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვებშია. პროექტის დახმარებით მოსწავლეებს დავაინტერესებ თუ რამდენად საინრტერესოა და მრავალფეროვანი ბალეტის ისტორია. ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში იტალიაში (მე-16 საუკუნე) კლასიკური ბალეტის მამად მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ფრანგი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი ჟან ჟორჟ ნოვარი ითვლება. ის ყურადღებას ანიჭებდა მუსიკას, თვლიდა, რომ ცეკვას უნდა აესახა მუსიკა, რომ ცეკვამ გადმოგვცეს ის რასაც მუსიკა გვეუბნება. ნოვარი კომპოზიტორებისაგან ითხოვდა შეექმნათ ისეთი მუსიკა, რომელიც ყველანაირი გრძნობის გამომხატველი იქნებოდა. მხოლოდ 100 წლის შემდეგ შეიქმნა ის ბალეტები, რომლებშიც მუსიკა გამოსახვის მთავარ საშუალებად იქცა. ქართული ბალეტის განვითარებაში უდიდესი და უმნიშვნელოვანესი როლი  შეასრულა ვახტანგ ჭაბუკიანმა - პირველი ქართული ბალეტის ქორეოგრაფმა და უბადლო მოცეკვავემ. მან ქართულ ბალეტში გააერთიანა კლასიკური ბალეტის  და ქართული ქორეოგრაფიის ელემენტები. შემდეგ მოვაწყობთ დისკუსიას ცნობილი ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის შესახებ. სლაიდის საშულებით გაეცნობიან მის საბალეტო სკოლას. მოიძიებენ ინფრომაციას ქართველი მოცეკვავე ბალეტმეისტერის და პედაგოგის სახალხო არტისტის, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის შესახებ და მოაწყობენ პრეზენტაციას.
   მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. დაესწრებიან სპექტაკლს, გაეცნობიან მსოფლიო მნიშვნელობის ორ უდიდეს ბალერონს: ვახტანგ ჭაბუკიანსა და ჯორჯ (გიორგი) ბალანჩინის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
   ამაში დამეხმარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.





                       
საგანი/საგნები
მუსიკა
საფეხური/კლასი:    VI
დაწყებითი საფეხური
პროექტის განხორციელების დრო:
4 კვირა 10.10 – 11.11.2019 წ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები:
1)    მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
მოსწავლემ უნდა შეძლოს :
მუს.დაწყ.(II) 1  საიმიჯო მუსიკალური კომპოზიციის, (რეკლამის, მუსიკალური ლოგოტიპის) შექმნა,
მუს.დაწყ.(II) 2 ბგერის, ხმის, ხმაურის, მღერისა და მარტივი მუსიკალური გამომსახველობითი ხერხების მეშვეობით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს ასახვა.
მუს.დაწყ.(II) 3 ხმოვინი გზავნილის ჩასაწერად ტრადიციული სანოტო და ან არატრადიციული სიმბოლოების სისტემების გამოყენება
2)    მიმართულება: მუსიკის აღქმა კონტექსტში და ინტერპრეტაცია
მოსწავლემ უნდა შესძლოს:
მუს.დაწყ.(II) 4 ხმოვანი გზავნილის ემოციურ შინაარსობრივი დატვირთვის შეგრძნება და რეალურ თუ წარმოსახვით სამყაროსთან ასოციაციურ კავშირების გაბმა
მუს.დაწყ.(II) 5 დრამისა და მუსიკის ელემენტების ურთიერთკავრირების ამოცნობა.
მუს.დაწყ.(II) 6 ტრადიციული თუ არატრადიციული სიმბოლოების სისტემებით ჩაწერილი ხმოვანი გზავნილის ამოცნობა
მუს.დაწყ.(II) 7 საქართელოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედებისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენის ელემენტების განსხვავება.
პროექტის სასწავლო მიზნების/სწავლის შედეგები
·         მოსწავლეებში მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება
·         კვლევა-ძიების უნარის განვითარება
·         შემოქმედებითი იდეის გამოცდა
·         კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება
·         ინფორმაციის მოპოვებისა და შემოქმედებითად გამოყენების უნარის განვითარება
·         ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის უნარი,
·         პრეზენტაციის მოწყობის საკუთარი ნიჭის გამოვლენასა და გუნდური მუშაობის უნარის განვითარება

საინფორმაციო წიგნიერება: ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოწყვანის და წარგენა-გაზიარების უნარი.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა ვიცით ბალეტის შესახებ?
თემატური კითხვა
·         სად წარმოიშვა ბალეტი?
·         როგორ გადმოიცემა ბალეტი?
·         კლასიკური ბალეტის მამად ვინ აღიარეს?
·         ვინ იყო ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი?

შედეგი მოსწავლეებს:
·         მოსწავლეებს განუვითარდება კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი
·         დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა
·         გამოუმუშავდებათ პრეზენტაციისა და სოციალური უნარები
·         მუსიკის მოსმენის ჩვევა
·         რიტმის გრძნობა
·         ტოლერანტობა
·         საკუთარი აზრის დასაბუთება
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში
·         ბლოგს შეავსებენ ახალი მასალებით
·         გააკეთებენ პრეზენტაცია
·         გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობთ
·         (დისკუსია-დებატი)

შეფასება: პროექტის მსვლელობისას ვაფასებ მოსწავლეთა ჩართულობას, ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, ჯგუფში მუშაობისა და მსჯელობის უნარებს.

სასწავლო პროცედურები:
I კვირა - როგორ გესმით  მუსიკა საბალეტო თეატრში, სლაიდის საშუალებით გავეცნობით საბალეტო სპექტაკლებს, მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს;
II კვირა - ვისაუბრებთ ბალეტის ისტორიაზე, სლაიდით ვნახავთ მსოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფებს, მოვაწყობ დისკუსიას.
III კვირა - ვესტუმრებით ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს და გავეცნობით ქართველი მოცეკვავე, ბალეტმეისტერის და პედაგოგის, ქართველი პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას;
IV კვირა - შევაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას - მოსწავლეების გაკეთებენ დასკვნებს, დაამზადებენ პლაკატებს და მოაწყობენ პრეზენტაციას.

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები:
აპარატურული უზუნველყოფა: მოსწავლის წიგნი, ვიდეო და აუდიო მასალა, ინსტრუმენტი, მოსასმენი აპატარურა, პროექტორი, ეკრანი
პროგრამული უზრუნველყოფა: Powerpoint
ინტერნეტრესურსები: Goole
სხვა რესურსები: ექსკურსია ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი





რეფლექსია
    ოპერა და ბალეტი მუსიკალურ-თეატრალური ჟანრია. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვებშია, ამიტომ გადავწყვიტე დამეგეგმა და განმეხორციელებინა პროექტი „მუსიკა საბალეტო თატრში“. შევადგინე პროექტის გეგმა და მის მიხედვით განვახორციელე დაგეგმილი აქტივობები. სლაიდის საშუალებით მოსწავლეებს გავაცანი ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო სკოლა. პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდებათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარები. დავავალე მოეძიებინათ ინფორმაცია ქართველი მოცეკვავე ბალეტმეისტერის და პედაგოგის, სახალხო არტისტის, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის შესახებ.
   ვისაუბრეთ ბალეტის ისტორიაზე და მსოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფებზე. მოვაწყვე პრეზენტაცია.
    პროექტის მსვლელობისას ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის მიხედვით, თუმცა რამოდენიმე მოსწავლე ნაკლებად აქტიურობდა.
      სამომავლოდ, მსგავსი პროექტების დაგეგმვისას, ჯგუფების მართვას მივანდობ ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს (ჩემი დახმარებით), რათა პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია ავუმაღლო.













No comments:

Post a Comment