სოციალური პროექტები

Monday, November 25, 2019

სოციალური პროექტი - „კლასიკური მუსიკა იქ სადაც სიტყვა უძლურია“ - VII კლასი


სოციალური პროექტი

სოციალური პროექტის ავტორი
პედაგოგის სახელი,გვარი:  ლალი მიგინეიშვილი
ქალაქი: აბაშა
სკოლა: ქალაქ აბაშის #2 საჯარო სკოლა
კლასი: VII
პროექტის მონახაზი:
პროექტის დასახელება: კლასიკური მუსიკა „იქ სადაც უძლურია სიტყვები“
პროექტის შინარსი: პროექტის მიზნია მოსწავლეები დავაინტერესოთ კლასიკური მუსიკით, რადგან მოსწავლეების უმეტესება  პოპ-მუსიკას უსმენს, ნაკლებ ყურადღებას უთმობს კლასიკურ მუსიკას. პროექტის დახმარებით მოსწავლეებს დავაინტერესებ თუ რამდენად მრვალფეროვანი და საინტერესოა კლასიკურ მუსიკა, მოვაწყობ დისკუსიას ცნობილი ვენის კლასიკოსების შესახებ, ესენია: ა, მოცარტი, ლ, ბეთჰოვენი, ი, ჰაიდნი, რომებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მე-18 საუკუნეში. სლაიდის საშუალებით გაეცნობიან დასახელებულ კომპოზიტორებს ,,მოიძიებენ ინფორმაციას ამ კომპოზიტორების შესახებ და მოაწყობენ პრეზენტაციას. მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსია ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და დაესწრებიან სპექტაკლს. მოიძიებენ ოპერის სიუჟეტის პირველწყაროს, გაეცნობიან მსოფლიო დონის საოპერო მომღერლების ცხოვრებისა და შემოქმედების გზას. ამაში დამეხმარება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.




საგანი/საგნები
მუსიკა
საფეხური/კლასი:    VII
საბაზო საფეხური
პროექტის განხორციელების დრო:
4 კვირა     01.10 – 30. 10 2019 წ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები:
1)    მიმართულება: შემოქმედებითობა და პრაქტიკა
მოსწავლემ უნდა შეძლოს :
მუს.საბ.1 სხვადასხვა რიტმული, ინტონაციური ფორმუკებისა და სხვა მუსიკალური ელემეტების გამოყენება ინფროვიზაციის დრო;
მუს.საბ.2 მარტივი მუსიკალური ფორმებით საკუთარი ან სხვისი მუსიკალური მასალით მხარვრული იდეის გადმოცემა;
მის. საბ.3 სხვადასხვა სიმბოლოს გამოყენებით კომპოზიციების ჩაწერა
2)    მიმართულება: მუსიკის აღქმა კონტექსტში
მოსწავლემ უნდა შესძლოს:
მუს. საბ.4 ნაწარმოების მოსმენისას მუსიკის გამომსახველობითი ხერხების ამოცნობა და მხატვრული სახის შექმნაში მათი როლის განსაზღვრა.
მუს. საბ. 5 აკადემიური და ხალხური მუსიკის ნიმუშებში მხატვრული კონცეფციის განსაზღვრა.

პროექტის სასწავლო მიზნების/სწავლის შედეგები
·         მოსწავლეებში მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება
·         კვლევა-ძიების უნარის განვითარება
·         შემოქმედებითი იდეის გამოცდა
·         კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება
·         ინფორმაციის მოპოვებისა და შემოქმედებითად გამოყენების უნარის განვითარება
·         ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის უნარი,
·         პრეზენტაციის მოწყობის საკუთარი ნიჭის გამოვლენასა და გუნდური მუშაობის უნარის განვითარება

საინფორმაციო წიგნიერება: ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოწყვანის და წარგენა-გაზიარების უნარი.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         რა ვიცით კლასიკური მუსიკის შესახებ?
თემატური კითხვა
·         როგორ გესმით ფრაზა „კლასიკური მუსიკა“?
·         რა იქნებოდა ცხოვრება კლასიკური მუსიკის გარეშე?
·         მუსიკის ძალა - რა გავლენას ახდენს მოზარდის გონებრივ განვითარებაზე?
·         ვინ იყვნენ ვენის კლასიკოსები?
·         ვინ იყო ვენი კლასიკური სკოლის ფუძემდებელი?
·         რატომ უწოდებდნენ მათ ვენის კლასიკოსებს?

შედეგი მოსწავლეებს:
·         მოსწავლეებს განუვითარდება კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი
·         დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა
·         გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი
·         ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა
·         მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას ცხოვრებაში
·         ბლოგს შეავსებენ ახალი მასალებით
·         გააკეთებენ პრეზენტაცია
·         გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობთ

შეფასება: პროექტის მსვლელობისას ვაფასებ მოსწავლეთა ჩართულობას, ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, ჯგუფში მუშაობისა და მსჯელობის უნარებს.

სასწავლო პროცედურები:
I კვირა - როგორ გესმით ფრაზა „კლასიკური მუსიკა“ სლაიდის საშუალებით გავეცნობით ვენის კლასიკოსებს, მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს;
II კვირა - ვისაუბრებთ თუ რამდენად მრავალფეროვანია და საინტერესო კლასიკური მუსიკა, მოვაწყობ დისკუსიას ვენის კლასიკოსების შესახებ. დავადგენ მიზეზს თუ რატომ უნდა უსმინოს კლასიკურ მუსიკას პოპ მუსიკის გვერდით;
III კვირა - ვესტუმრებით ქუთაისის იპერისა და ბალეტის თეატრს და გავეცნობით მსოფლიო დონის საოპერო მომღერლების ცხოვრებასა და შემოქმედებას;
IV კვირა - შევაჯამებთ მიღებულ ინფორმაციას - მოსწავლეების გააკეთებსნ დასკვებენ, დაამზადებენ პლაკატებს და მოაწყობენ პრეზენტაციას

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები:
აპარატურული უზუნველყოფა: კომპიუტერი, მონიტორი, პროექტორი, პრინტერი
პროგრამული უზრუნველყოფა: Powerpoint
ინტერნეტრესურსები: Goole
სხვა რესურსები: ექსკურსია ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი


რეფლექსია

    პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები დავაინტერესო კლასიკური მუსიკით, რადგან მოსწავლეების უმეტესობა პოპ-მუსიკას უსმენს და ნაკლებ ყურადღებას უთმობს კლასიკურ მუსიკას.
    განვახორცილე პროექტი კლასიკური მუსიკა „იქ სადაც უძლურია სიტყვები“, შევადგინე პროექტის გეგმა და გეგმის მიხედვით განვახორციელე დადგემილი აქტივობები. სლაიდის საშუალებით გავაცანი ვენის კლასიკოსები. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და მივეცი დავალება, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე გადაენაწილებინათ მოვალეობები, მოეძიებინათ ინფორმაცია კომპოზიტორების შესახებ. პროექტის დახმარებით მოსწავლეებს დავაინტერესე თუ რამდენად საინტერესოა კლასიკური მუსიკა. მოვაწყვე პრეზენტაცია. პროექტის მსვლელობისას ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის მიხედვით, თუმცა რამოდენიმე მოსწავლე ნაკლებად აქტიურობდა.
    სამომავლოდ, მსგავსი პროექტების დაგეგმვისას ჯგუფების მართვას მივანდობ ნაკლებად აქტიურ მოსწავლეებს (ჩემი დახმარებით), რათა პასუხისმგებლობის გრძნობა და მოტივაცია ავუმაღლო.











No comments:

Post a Comment