სოციალური პროექტები

Wednesday, November 20, 2019

სოციალური პროექტი - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ - V კლასი



სოციალური პროექტი

საჯარო სკოლის მუსიკის  მასწავლებლის ლალი მიგინეიშვილის სოციალური პროექტის გეგმა      

სახელი, გვარი
ლალი მიგინეიშვილი
ქალაქი
          აბაშა
სკოლა
         ქალაქ აბაშის N2 საჯარო სკოლა   
კლასი
          V
პროექტის ხანგრძლივობა
         10 დღე
        15.X - 25.X.2019
პროექტის თემა
             გაუფრთხილდეთ ბუნებას
პრობლემა
ბუნების გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. მისი საშუალებით არსებობს ყველა სულიერი და უსულო არსება.
„ჩვენ ბუნებაში ვართ, იგი ჩვენშია“.
ბუნების მოვლა თითოეული ჩვენთაგანის ვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოუსწორებელ დაღს ტოვებს.
სამწუხარო რეალობაა ბორჯომის  ხეობიაში გაჩენილი ხანძარი, ამაზონის ტყეების ხანძარი, რომელსაც დედამიწის ფილტვებს უწოდებდნენ. დედამიწის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ დაბლობიდან ვიღებდით ჟანგბადს. სამწუხაროდ ტყის 30% უკვე გაჩეხილია და დღესაც ნადგურდება მისი მწვანე საფარი, რაც დიდ საფრთხეს უქმნის დედამიწას და მის ბინადრებს. ბუნების დანაგვიანება ხომ ცალკე პრობლემაა. ცნობილია, რომ ერთჯერადი ცელოფნები 100 წლის განმავლობაში არ უერთდება მიწას. ამასთანავე საყურადღებოა ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების მაშტაბები. წყლებში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძალზედ საშიშია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ეს ყოველივე და გავუფრთხილდეთ ბუნებას.

მიზანი
პროექტის მიზანია ბავშვებმა კარგად დაინახონ თუ რა საფრთხის წინაშე დაგვაყენოს ბუნებისადმი უდიერმა დამოკიდებულებამ. ლაპარაკია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების განადგურებაზე, არამედ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ბუნების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება, პრობლემის მიზეზების დადგენის უნარ-ჩვევები და პრობლემის გადაწყვეტისადმი დამოკიდებულება.

პროექტის განხორციელება

ამოცანა 1
ბავშვებს ევალებათ თემში ან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიძიონ, ბუნებისადმი უდიერად დამოკიდებულების მაგალითები (დაყრილი ქაღალდები, დაყრილი ცელოფნები, ხის მოჭრილი ტოტები...).

ამოცანა 2
შეისწავლონ არის თუ არა ურნა მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამოცანა 3
შექმნან პლაკატები, სლაიდები სათაურით: „ნუ დაანაგვიანებთ ბუნებას“, „ნუ დავაზიანებთ ჩვენს საერთო სახლს“ და ა.შ.

ამოცანა 4
მოსწავლეები დაასუფთავებენ მიმდებარე ტერიტორიას და დატოვებენ უკვე გამზადებულ პლაკატებს დასუფთავებულ ტერიტორიაზე.

მოსალოდნელი შედეგები
პრობლემის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ჩაწვდებიან პრობლემის არსს, შეძლებენ პრობლემის გადაჭრის გზების დასახვას, გაიაზრებენ ბუნების მოვლის აუცილებლობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასუფთავებულ ბუნებაში ცხოვრება. მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ბუნების დაცვა მათი ჯანმრთელობის საწინდარია.

საჭირო რესურსები
ფერადი ფურცლები, ჯოხები.
მონიტორინგი
რადგანაც პროექტი 10 დღეში უნდა დასრულდეს, ყოველ მეორე დღეს გავუწევ მონიტორინგს. ართმევენ თუ არა აღნიშნულ სამუშაოს თავს პროექტის მონაწილეები. თუკი სადმე პრობლემა შეხვდებათ, მივცემ ინსტრუქციას, რათა დავალება სწორი გზით იქნას წარმართული

რისკები
წვიმიანი ამინდი
ბიუჯეტი
ფინანსური დახმარების გარეშე რა თქმა უნდა რთული იქნება პროექტზე მუშაობა, ვინაიდან აღნიშნულ პროექტს განსაკუთრებული დიდი თანხა არ ჭირდება, დახმარებას ვთხოვთ სკოლის დირექციას, რათა შევძლოთ საკანცელარიო ნივთების შეძენა


პროექტის შეფასების რუბრიკა
რას დავაკვირდი
შეფასება
კარგი
საშუალო
სუსტი
გავიგე საჭირო ინფორმაცია პროექტზე მუშაობისას




კარგად ვიმუშავე ჯგუფის წევრებთან ერთად




აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტის განხორციელებაში




რამდენად კმაყოფილი ხარ შენი მუშაობით?







რეფლექსია
სოციალური პროექტი – „გაუფრთხილდეთ ბუნებას“
მე–5 კლასი დავასრულე სოციალური პროექტი, სახელწოდებით „გაუფრთხილდეთ ბუნებას“.
პროექტი ეხებოდა შემდეგ პრობლემას: თანამედროვე  ცხოვრების წესის გამო, ბავშვები გაუცხოვდნენ გარესამყაროს მიმართ და ნელნელა კარგავენ კონტაქტს ბუნებასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან.ნადგურდება მისი მწვანე საფარი, რაც დიდ საფრთხეს უქმნის დედამიწას და მის ბინადრებს. ბუნების დანაგვიანება ხომ ცალკე პრობლემაა. ცნობილია, რომ ერთჯერადი ცელოფნები 100 წლის განმავლობაში არ უერთდება მიწას. ამასთანავე საყურადღებოა ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების მაშტაბები. წყლებში ხვდება საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძალზედ საშიშია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ეს ყოველივე და გავუფრთხილდეთ ბუნებას.
პროექტის მიზანმა ბავშვებს  კარგად დაანახა  თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება  დაგვაყენოს ბუნებისადმი უდიერმა დამოკიდებულებამ. როგორ შეიძლება იმოქმედოს ამგვარმა დამოკიდებულებამ  ბიომრავალფეროვნების განადგურებაზე, აასევე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
პროექტის პირველ ეტაპზე ჩვენ მოვიძიეთინფორმაცია,  თუ რამდენად შემცირდა დედამიწის მცენარეული საფარი ბოლო 100 წლის განმავლობაში . ასევე მოვიძიეთ ადგილები თემში  და  სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ურნა , ნარჩენები მის გარშემოც ეყარა. ბავშვებმა  დაამზადეს ბანერები„ნუ დაანაგვიანებთ ბუნებას“, „ნუ დავაზიანებთ ჩვენს საერთო სახლს“  ,, ნაგავი მოათავსეთ ურნაში“ შემდეგ დააასუფთავეს  ეს  ადგილები და დატოვეს დამზადებული ბანერები, რათა მოსახეობისთვის შეეხსენებინათ ამგვარი მოპყრობა საზიანოა ადამიანის ჯამრთელობისათვის.
ვფიქრობ პროექტმა დასახულ მიზანს მივაღწიე, ბავშვებმა  კარგად გაიზრეს რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, ამიტომაც ხალისიანად  იიღეს მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში. ამიტომაც ხშირად იქნება განხორცილბული მსგავსი  პროექტები. .პროექტის განხორციელაბს არ მოყილია რაიმე შეფერხება, რისკი აქ იყო ამინდი, მაგრამ აღნიშნულ დღეს იმინდი იყო შესაფერისი.





















No comments:

Post a Comment